Wednesday, November 21, 2012

ჩხოროწყუ და ტურიზმი


                                                     ჩხოროწყუ და ტურიზმი
            ჩხოროწყუ არის დაბა დასავლეთ საქართველოში,აღმოსავლეთი ესაზღვრება მარტვილი,დასავლეთით წალენჯიხა,ჩრდილოეთით მესტია,სამხრეთით სენაკი და ხობი.
             ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია,ბარში იცის რბილი ზამთარი და ხანგრზლივი ცხელი ზაფხული,ზამტარი ზომიერად ცივი.მდინარეთა ქსელი ხშირია.დიდი ნაწილი უკავია მთასა და ტყეს.
             რაიონში რკინიგზის ხაზი არ არის,ამიტომ სატრანსპორტო სისტემაში მთავარ როლს ასრულებს ავტოტრანსპორტი.აქ მდებარეობს რესპუბლიკის მნიშვნელობის გზა,სენაკი-ჩხოროწყუ-ზუგდიდი.
            ჩხოროწყუს რაიონი ცნობილია აგარაკებით და სამკურნალო წყლებით,სოფელი მუხური ითვლება საბავშვო კურორტად.
           მუხურიდან 4კმ-ზეა სოფელი „ლუგელა“,სადაც გამოდის მინერალური წყარო „ლუგელა“,რომელიც უნიკალურ ბუნებრივ მედიკამენტად ითვლება და უამრავ დავადებათა სამკურნალოდ იხმარება,დამუშავებულია ლუგელას წყლისგან კბილის პასტის მიღება.რაიონის ტერიუტორიაზე 6მღვიმეა განლაგებული სპელეოლოგიური თვალთაზრისით,მნიშვნელოვანია მიგარიის კირქვული მასივი,სადაც ურთულესი მღვიმეებია გამოვლენილი.
          ტურისტული თვალთაზრისით მნიშვნელოვანია მდ.ხობისწყლის ხეობა,სადაც მდებარეობს მღვიმე „შურუბუმე“,ტბა „ტობოვარჩხილი“აქ შესაძლებელია ზაფხულის ერთ თაკარა დღეს,წელიწადის ყველა დროში იმოგზაურო,იხილო თვალჟუჟუნა ენძელების ფაქიზი მზერა და ასიოდე მეტრში მარადიული მყინვარის სუსხიანი სუნთქვა,მზის გათანგული მიქრალი მაჯისცემა და ახლად აბიბინებული მდელოს ხასხასა სიმწვანე.
          მნიშვნელოვანი ტურისტული სანახაობების მღვიმეები:ხავერდოვანი მღვიმე,შურუბუმე,რომელიც ოთხ სართულიანი მღვიმეა.
მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს ისტორიულ-კულტურული ძეგლები,ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია,კოლხური კოშკი,ოჩხომურის მაცხოვრის არდგომის ეკლესია.სოფელ ახუთის ღვთისმშობლის ეკლესია და ა.შ
         ჩხოროწყუს ნამდვილად გააჩნია რესურსი იმისა,რომ ტურისტული მნიშვნელობის რეგიონი გახდეს.აქ შესაძლებელია რაფტინგის განვითარება.სათავგადაავალო ტურების მოწყობა.ლაშქრობის მოყვარული ადამიანებს აქაური ბუნება ნამდვილ სიამოვნებას მიანიჭებს.

No comments:

Post a Comment